საქართველოს ხერხემალი
24 ოქტომბერი 2014 წ.


23 ოქტომბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში გაიმართა კინოპროექტის "საქართველოს ხერხემლის" ჩვენება, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სასახლის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტი და შემოქმედებითი გაერთიანება "გუთანი".


კინოპროექტი ეხებოდა ემიგრაციას, როგორც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემურ საკითხს.


საქართველოდან ბევრი შრომისუნარიანი მამაკაცია წასული საზღვარგარეთ. ქვეყანაში დარღვეულია დემოგრაფიული და სოციალური ბალანსი. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პროექტი საყურადღებოა როგორც მორალური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით მომავალი თაობებისათვის.


გაერთიანება "გუთანის" კინოპროექტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით 2008 წელს შეიქმნა. პროექტს ხელმძღვანელობს რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი მეუფე იოანე გამრეკელი, ხოლო კინოპროექტ "საქართველოს ხერხემალის" რეჟისორია ლექსო გელაშვილია.