|
მე თბილისელი ვარ
![]() 28 ოქტომბერი 2014 წ.
![]() 27 ოქტომბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში გაიმართა სასახლის თეორიული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დედაქალაქის ისტორიას, განვითარებას, დღევანდელობასა და მნიშვნელობას ქვეყნის ცხოვრებაში.
ღონისძიება მომზადდა სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი პროექტების კაბინეტის ინიციატივით. კონფერენციაზე სასახლის აღსაზრდელები წარსდგნენ თემებით: "ლეგენდა და ისტორიული ცნობა თბილისის შესახებ", "თბილისის ისტორიულ-მატერიალური კულტურის ძეგლები", "დედაქალაქის მმართველობა", "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", "თბილისის კულტურული ცხოვრება", "თბილისის კულტურული მარშრუტები", "იოსებ გრიშაშვილი - თბილისის ტრუბადური" და სხვ. ღონისძიება მიზნად ისახავდა შეახსენოს მოსწავლეებს თბილისის წარსული, აზიაროს ისინი დღევანდელ ცხოვრებას, გამოუმუშავოს მათ ხედვა და მოქალაქეობრივი დამოკიდებლობა იმ პრობლემებისადმი, რომელიც არსებობს ქალაქის ცხოვრებაში. სასახლის მუზათა მოედანზე გაიმართა სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის ბავშვებისა და მხატვარ ნინო ჩანკვეტაძის გამოფენა. კონფერენციის ყველა მონაწილეს და საორგანიზაციო ჯგუფს ვუხდით მადლობას საინტერესო გამოცდილების მომცემი ღონისძიებისათვის.
|












