|
Haloween -ის დღესასწაული ამერიკულ კუთხეში
![]() 30 ოქტომბერი 2012 წ.
![]() 30 ოქტომბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში ტრადიციულად Haloween-ის დღესასწაული აღინიშნა. სხვადასხვა კოსტუმებსა და ნიღბებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ღონისძიება შთამბეჭდავი გახადეს. მათ სხვადასხვა მუტფილმისა თუ კინოს გმირები განასახიერეს და ღონისძიებას მრავალფეროვნება შემატეს.
სტუმართა შორის იყვნენ მონაწილე მოსწავლეთა მშობლები, სასახლის სხვადასხვა წრის მოსწავლეები და მასწავლებლები. საუკეთესო კოსტიუმი, ნიღაბი, ზეიმის მთავარი გმირი გოგრა სპეციალური პრიზებითა და ტკბილეულით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული დღესასწაული ტრადიციულია და ისევე როგორც მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასახლის ამერიკულ კუთხეშიც ყოველი წლის ოქტომბრის თვეში აღინიშნება. |








