|
შემოდგომის დღე სასახლეში
![]() 11 ნოემბერი 2014 წ.
![]() 11 ნოემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტში არსებულმა კლუბმა „შეაღე ბუნების კარი" და თბილისის 72-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ერთობლივი ღონისძიება "ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია".
ღონისძიების მიზანი იყო ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისათვის ლამაზი და დასამახსოვრებელი დღის შექმნა.
ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებმა სტუმრებს წარუდგინეს შემოდგომის თემაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები, შეასრულეს სხვადასხვა ქართული ცეკვა. დარბაზი, სადაც ღონისძიება ჩატარდა, გაფორმებული იყო მოსწავლეების ხელით შექმნილი ბუნებრივი მასალებისაგან დამზადებული ნაკეთობებით.
შეხვედრის ბოლოს სასახლის ეზოში, საფუძველი ჩაეყარა "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ხეივანს. სადაც ბავშვებმა დარგეს ულამაზესი ნერგები, რომელთაც მათი სახელები დაერქვათ.
საღამოს დასასრულს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ზემოთაღნიშნული საღამო მომზადდა საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის მიერ. |













