სასახლის „მზიურელები“ საქველმოქმედო აქციაზე
17 ნოემბერი 2014 წ.

17 ნოემბერს სასახლის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლ "მზიურმა" მონაწილეობა მიიღო ფილარმონიის „ივენთ ჰოლში" გამართულ „დღენაკლთა საერთაშორისო დღისადმი" მიძღვნილ საქველმოქმედო ღონისძიებაში.

2008 წლიდან დღემდე ევროპის ახალშობილებზე ზრუნვის ფონდი - (EFCNI) გაიზარდა და ჩამოყალიბდა მძლავრ თანამედროვე ორგანიზაციად, რომელიც ეხმარება დღენაკლულ და ავადმყოფ ახალშობილებს, მათ ოჯახებს ევროპის მასშტაბით მრავალი რთული პრობლემის დაძლევაში.

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყანა შეუერთდა ამ თარიღის აღნიშვნას 2011 წლიდან, რათა დღენაკლ ახალშობილთა მკურნალობის,შემდგომი მოვლისა და რეაბილიტაციის პრობლემებს მიექცეს სათანადო ყურადღება არა მარტო მედიცინის მუშაკთა მიერ, არამედ მთავრობის და საზოგადოების ფართო მასების მხრიდანაც.

სასახლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ანსამბლ „მზიურს" და მის ხელმძღვანელებს _ გურამ ჯაიანსა და მაია მგელაძეს საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის.