|
„ტყის კვირეული“
24 ნოემბერი 2014 წ.
![]() 15-23 ნოემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეებმა WWF-ის ორგანიზებით გამართულ ტყის კვირეულიში მიიღო მონაწილეობა. 15 ნოემბერს ღონისძიება წავკისში თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანში გაიმართა. რომელიც მოიცავდა 2012-2014 წლებში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებას და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს უწევდნენ WWF -ის წარმომადგნლები. ტურში ასევე მონაწილეობენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად გადაეცათ სერთიფიკატი. 20 ნოემბერს, „ტყის კვირეულის" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სასახლის გეოეკოლოგები სტუმრობდნენ „ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოზარდებისთვის გაიმართა ეკო-გაკვეთილები. პატარებისთვის კი მოეწყო ფოკუსების შოუ.
|












