|
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „პიონერფილმის“ 55 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
![]() 21 ნოემბერი 2014 წ.
![]() 2014 წლის 20 ნოემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა „პიონერფილმის“ 55 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. „პიონერფილმმა", რომელსაც გრიგოლ ჩიგოგიძე ხელმძღვანელობს წლების მანძილზე მონაწილეობა მიიღო 85 საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკურ ფესტივალში, მათ შორის პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ბულგარეთში, ავსტრიაში, აშშ-ში, ჰოლანდიაში, სომხეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. დაჯილდოებულია მრავალი დიპლომებითა და პრიზებით. „პიონერფილმი" არის საკავშირო გამოფენების 5 ვერცხლის მედლის მფლობელი. სტუდიის ინიციატივით 12-ჯერ ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი". სტუდიის აღზდილები არიან რეჟისორები, მსახიობები, ჟურნალისტები, სცენარისტები და საზოგადოებისათვის ცნობილი და საყვარელი ადამიანები. „პიონერფილმის" სტუდიაში ინახება უნიკალური ვიდეო ფონდი, რომელსაც მრავალი ტელევიზია იყენებს თავისი მუშაობისათვის. 2007 წელს საქართველო „პიონერფილმის" დამსახურებით გახდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაცია უ ნ ი კ ა ს წევრი. 2009 წელს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა „პიონერფილმის" ვარსკვლავი. საიუბილეო საღამო ჩატარდა სასახლის თეატრალურ დარბაზში, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს პატრიარქის ფონდის გენერალური მენეჯერი ყოფილი „პიონერფილმელი" ლაშა ჟვანია და მარიამ გარსევანიშვილი. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელმაც საჩუქრად იუბილარებს გადასცა პროფესიონალური ვიდეოკამერა. |












