საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და პრივატბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
01 დეკემბერი 2014 წ.


1 დეკემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და  პრივატ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც „პრივატბანკის" ბიზნეს სკოლა «Junior ბანკი» აქტიურად დაუჭერს მხარს, მოსწავლეების ფინანსურ განათლებას.


მემორანდუმის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობაში, პრივატ ბანკის ხელშეწყობით გაიხსნება «Junior ბანკის» ბიზნეს სკოლა, რომლის საფუძვეზეც, მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ფინანსური კულტურის გაკვეთილები, თემაზე: საკუთარი ჯიბის ფულის ხარჯვის კონტროლი SMS და ინტერნეტ-ბანკის „პრივატ 24"-ის მეშვეობით; ხარჯების დაცვა და უსაფრთხოება ბარათის დაკარგვის შემთხვევაში; „სათადარიგო საფულის  მართვა" და ყველაზე მთავარი უპირატესობა მშობლებისთვის  ბავშვის უშუალოდ ფულთან კონტაქტის შეზღუდვაა, მშობელი მობილურზე ბავშვის მიერ გახარჯულ თანხაზე SMS შეტყობინებას მიიღებს. წარმატებული მოსწავლეებისთვის  დაწესდება   საპრიზო ფონდი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ბრედირებულ  საჩუქრებს.


საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების მუშაობას და საშუალება მიეცემათ დაეუფლონ   თანამედროვე საბანკო ინსტრუმენტებს.