ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობის კაბინეტი 60 წლისაა
08 დეკემბერი 2014 წ.


5 დეკემბერს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა საღამო, რომელიც ეძღვნებოდა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთშორისო ურთიერთობების კაბინეტის 60 წლის იუბილეს.

 

აღსანიშნავია, რომ კაბინეტი წლების მანძილზე ემსახურება მრავალეროვანი თბილისის უფროსკლასელებს, რომელთა  მონაწილეობითაც გაიმართა  ღონისძიება.

 

საიუბილეო საღამოზე მოწვეული  იყვნენ ყველა თაობის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები უკრაინის, ჩეხეთის, ლიტვისა და ლატვიის სათვისტომოებიდან. კავკასიოლოგები-მამუკა არეშიძე, თუმი დიშნი, პროფესორი მექა ხანგოშვილი. ბაირონის სკოლის დირექტორი, პროფესორი ინეზა მერაბიშვილი. სპეციალურად კაბინეტის საიუბილეოდ შეიქმნა ჰიმნი.

 

საღამო დასასრულს გაიმართა კონცერტი სასახლის აღსაზრდელთა შესრულებით.