საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი EAICY - ს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს
15 დეკემბერი 2014 წ.


2014 წლის 21-22 ნოემბერს ქ. პრაღაში EAICY -ის (ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების ორგანიზაციათა ევროპული ასოციაცია) საერთაშორისო კონფერენცია და გენერალური ასამბლეა ჩატარდა, სადაც ორგანიზაციის ახალი პრეზიდიუმის არჩევნები გაიმართა. საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი ხმათა სრული უმრავლესობით პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

 

EAICY -ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების  ორგანიზაციათა ევროპული ასოციაცია ქ. პრაღაში 1991 წელს დაარსდა. ორგანიზაციის საქმიანობა მრავალმხრივი და ფართოა, მისი ძირითადი მიზანი მოზარდთა არაფორმალური (სკოლისგარეშე) აღზრდის სისტემის ჩამოყალიბება და განვითარებაა. ასოციაციის პრიორიტეტული მიმართულებებია: საზოგადოების ინფორმირება (წიგნები, ჟურნალები), ნოვაციების დანერგვა, სემინარებისა და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება არაფორმალური სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, პედაგოგებისა და მოზარდებისათვის.  ასოციაციაში ევროპის 25 ქვეყნის 25 000-მდე დაწესებულებაა გაერთიანებული. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 2007 წლიდან EAICY - ის სრულუფლებიანი წევრია.

 

EAICY- ის კონფერენციაზე, პროექტის ფარგლებში განსახილველ საკითხებთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობისა და ახალგაზრდებთან მუშაობის სამომავლო გეგმები დაისახა.