საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი
09 იანვარი 2015 წ.

 

2015 წლის 3-9 იანვარს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი იმართება.

 

ყოველდღე (7 იანვრის გარდა) დღეში ორჯერ- 12 და 14 საათზე ნაძვის ხის ზეიმი ტარდება განახლებული პროგრამით. თოჯინების ახალი სპექტაკლი, თოვლის ბაბუა, ჯამბაზების შოუ, ეწყობა სახალისო ნომრები ბავშვებისთვის, მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან სასახლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიის აღსაზრდელები. ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუა პატარებს საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს.

 

საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი სასახლეში ტრადიციულად საქველმოქმედოა და მოსაწვევები გადაეცათ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას", „საქართველოს სოლიდარობის ფონდს", „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს," ბავშვთა სახლ „მომავლის სახლს" „მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატს", ვეტერანთა კავშირებს, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და სხვ.

 

აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულია და უკვე მრავალი წელია პატარებს სასახლე საახალწლო ნაძვის ხის ზეიმებით უმასპინძლდება.