|
კლიმატის ცვლილებების პოლიტიკა საქართველოში
![]() 05 თებერვალი 2015 წ.
![]() 5 თებერვალს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში ჩატარდა ლექცია „კლიმატის ცვლილებების პოლიტიკა საქართველოში".
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საჯარო სკოლის პედაგოგები, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციისათვის მესამე ეროვნული შეტყობინების ჯგუფის უფროსი - ბაკურ ბერიტაშვილი, რომელმაც ვცლად ისაუბრა საქართველოში კლიმატის მდგომარეობისა და იმ პრობლემების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვიოს გლობალურმა დათბობამ. ღონისძიება, რომელიც ნოვაციებისა და მეთოდური სამსახურის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა მიზნად ისახავდა პედაგოგების ინტეგრაციას ზოგად საკაცობრიო აქტიურ საკითხებში, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. |












