|
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი
![]() 12 თებერვალი 2015 წ.
![]() საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის 100%-იანი მაჩვენებლის მქონე დაწესებულებებს შორის მოხვდა და IDFI-სგან დაჯილდოვდა სიგელით.
12 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" „ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისინსტიტუტმა" (IDFI) საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურულ საჯაროდაწესებულებები დაასახელა და სასახლის დირექტორს ქეთევან ფეიქრიშვილს გადაეცა საპატიო ჯილდო.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლის მქონე დაწესებულებებს სიგელები გადაეცათ.
ორგანიზაციამ შეაჯამა, თუ რა მდგომარეობა იყო 2014 წლის განმავლობაში საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, შეაფასა შენარჩუნდა თუ არა სრულყოფილად გაცემული პასუხების მაღალი მაჩვენებელი, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაფიქსირდა.
IDFI დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხს პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge" ფარგლებში 2010 წლიდან აფასებს.
პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება. IDFI-ის გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 308 საჯარო დაწესებულებაში სულ 5 466 განცხადება გაიგზავნა.
პროექტის მსვლელობისას წარმოებული სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა ის უწყება, რომელმაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2014 წელს ყველაზე მეტად გააუმჯობესა. აგრეთვე, სამინისტროები, რომლებმაც ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა აჩვენეს. პრეზენტაციაზე დასახელდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებები.
|











