|
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სასწავლო შემოქმედებითი ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა
![]() 05 მაისი 2012 წ.
![]() 5 მაისს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ყოველწლიური კონფერენცია გამართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიიღეს საქართველოს მაშტაბით მოქმედმა საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეების (სახლები) და ცენტრების წრის VIII_XII კლასების მოსწავლეებმა.
მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს მაშტაბით 833 სკოლამ მიიღო , აქედან 760 რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებია.აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც წინა წლებში წლევანდელ კონფერენციაში კვლავაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ აფხაზეთის (გალის) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სკოლები.
კონფერენციაზე სულ შემოვიდა 5571 (რაიონებიდან 3956)ნაშრომი. აქედან ყველაზე დიდი აქტივობა 892 (რაიონებიდან 596)უცხო ენების სექციაში დაფიქსირდა.
ზოგადად მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია სამ ეტაპს მოიცავს: პირველი -მოსწავლემ მონაწილეობის მისაღებად ნაშრომი შიდა სასკოლო კონფერენციაზე უნდა დაიცვას. მეორე ეტაპზე, (სარაიონო /საქალაქო)მოსწავლეთა მოწონებული ნაშრომები მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის შესაბამის სექციაში სათანადო წარდგინებით იგზავნება. ხოლო მესამე დასკვნით ეტაპზე საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოცხადდებიან თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საჯაროდ დაიცავენ ნაშრომებს და შემდგომში მოწვეული პროფესორ მასწავლებლების მიერ მოხდება მათი ნამუშევრების შეფასება და დაჯილდოება.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსწავლეებთან ერთად ის პედაგოგებიც დაჯილდოვდებიან, რომლებიც სისტემატურად მონაწილეობდნენ კონფერენციის მუშაობაში.
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურ გამოვლენა-განვითარებას. |








