საქალაქო კონკურსი „ვინ უკეთ იცის ფიზიკა"
30 აპრილი 2015 წ.

30 აპრილს 35-ედ ჩატარდა საქალაქო კონკურსი „ვინ უკეთ იცის ფიზიკა," ამ ღონისძიებას 1979 წლიდან ალბერტ აინშტაინის დაბადების 100 წლისთავის 

აღსანიშნად ჩაეყარა საფუძველი და წლების განმავლობაში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უწევს ორგანიზებას თბილისის 55-ე საჯარო სკოლასთან ერთად.

კონკურსი, სხვა მსგავსი კონკურსებისა და ოლიმპიადებისგან განსხვავებით, არ ზღუდავს მოსწავლეებს, რომლებიც გამორჩეულები არიან ცოდნითა და შესაძლებლობით,- მათ საშუალება აქვთ ამოცანებსა და თვისებრივ კითხვებზე მუშაობისას გამოიყენონ სათანადო საცნობარო ლიტერატურა. 
კონკურსში სისტემატიურად მონაწილეობენ თბილისის ფიზიკა-მათემატიკური პროფილის 42-ე და 199-ე საჯარო სკოლები. არანაკლებ ინტერესს იჩენენ ამ ღონისძიების მიმართ თბილისის მე-4, მე-12, 77-ე, 88-ე, 154-ე საჯარო სკოლები. მოსწავლეებს სათანადო მითითებებსა და კონსულტაციებს უწევენ კონკურსზე დამსწრე ფიზიკის პედაგოგები.

კონკურსის მთავარი მიზანია, მოზარდ თაობას გაუღვივოს ინტერესი ფიზიკის მეცნიერებისადმი, გაუღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით, რათა მათ გააცნობიერონ ფიზიკის დიდი როლი და მნიშვნელობა ახალგაზრდა თაობისა და საერთოდ, საზოგადოების სწორი მსოფლმხედველობრივი ორიენტაციის ჩამოყალიბების საქმეში, რადგან ფიზიკის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარება.