„ლადო ასათიანის საქართველო“
21 მაისი 2015 წ.

 

20 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ორგანიზებით გაიმართა ლიტერატურული საღამო -  „ლადო ასათიანის საქართველო" - საქართველოს თემა პოეტის შემოქმედებაში. კაბინეტის ხელმძღვანელი, პედაგოგი რუსუდან ყიფიანი მოსწავლეებს ლადო ასათიანის ცხოვრებასა და მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, მისი შემოქმედების თავისებურებებზე ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა გარდაიცვალა, მან არაერთი შედევრი შესძინა ქართული პოეზიის საგანძურს, მისი  პოეზია მომავალ თაობას თავის ქვეყანას, მის გმირულ  წარსულსა და  და მომავალს  აყვარებს.  სასახლის აღსაზრდელებმა ლადო ასათიანის საუკეთესო ლექსები  წაიკითხეს, მათი შექმნის ისტორიას გაეცნენ.