|
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა
![]() 13 მაისი 2012 წ.
![]() 4-13 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლა ''ენკას'' 24 მოსწავლემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ჩემპიონატს ჭადრაკის ფედერაცია წელიწადში ერთხელ მართავს, სადაც ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ სასახლის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები. პირველ ადგილზე გასული მსოფლიო პირველობაზეა მიწვეული, ხოლო მეორე ადგილზე გასული კი _ ევროპის პირველობაზე. |








