ბიომრავალფეროვნება და მდგრადი განვითარება
22 მაისი 2015 წ.

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორია -ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ. მათ ჩაუტარდათ მცირე პრეზენტაცია 4 თემაზე: ტყის მნიშვნელობა, ბიომრავალფეროვნება და მდგრადი განვითარება, FSC (ტყის მდგრადი მართვა), FLEG (სატყეო სექტორში კანონიერების დაცვის და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა), ასევე გააცნეს საქართველოს წითელ წიგნში შეყვანილი ძუძუმწოვარი ცხოველები. მოზარდებმა სპეციალურად გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი ჯიშის სეზონური ბოსტნეული დარგეს, გაიმართა რამდენიმე შოუ ანიმატორებთან ერთად. შედგა საინტერესო კონკურსი, რომელში გამარჯვებულებსაც პრიზები გადაეცათ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).