ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის და არა მარტო მათთვის
29 მაისი 2015 წ.

თუ გსურთ შეიძინოთ ჟურნალისტური უნარ-ჩვევები, გახდე კომუნიკაბელური, შეძლო დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, რესპოდენტთან ურთიერთობა და კითხვების სწორად დასმა, გამართულად მეტყველება და წერა, მაშინ მიიღე მონაწილეობა ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლაში.

 

საქართველოს მოსწავლე ახალგარზდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია „დროს" VII - XII კლასის მოსწავლეებისთვის აწყობს

ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლას, რომელიც  29 ივნისიდან 1 ივლისის  ჩათვლით სასახლეში  გაიმართება.

 

 

  • ყოველდღე საზაფხულო სკოლას ესტუმრებიან უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელები და წამყვანი ტელე-რადიო კომპანიების ჟურნალისტები, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგ-სემინარებს ჟურნალისტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე (იხ. ტრენინგ პროგრამა)
  • თქვენ გექნებათ საშუალება ადგილზე პრაქტიკული დავალებებით გაიღრმავოთ მიღებული ცოდნა, მოამზადოთ სიუჟეტები და სტატიები, აიღოთ ინტერვიუ.
  • შეიძენთ ახალ მეგობრებს და საინტერესოდ გაატარებთ ზაფხულის დღეებს.
  • გადმოგეცემათ სერთიფიკატები.

 

 

საზაფხულო სკოლაში გამორჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, სექტემბრიდან საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია „დროსთან" ერთად სხვადასხვა თემებზე მოამზადონ სიუჟეტები, რომლებიც რადიოსა და სატელევიზიო ეთერით გავა.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 17 ივნისი.

 

საკონტაქტო პირი - თინათინ გაბუნია  599 89 97 69;   

                               E-mail: tinatingabunia@yahoo.com          

 

                               მადონა გვენეტაძე  558 22 46 48.