|
ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის და არა მარტო მათთვის
![]() 29 მაისი 2015 წ.
![]() თუ გსურთ შეიძინოთ ჟურნალისტური უნარ-ჩვევები, გახდე კომუნიკაბელური, შეძლო დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, რესპოდენტთან ურთიერთობა და კითხვების სწორად დასმა, გამართულად მეტყველება და წერა, მაშინ მიიღე მონაწილეობა ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლაში.
საქართველოს მოსწავლე ახალგარზდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია „დროს" VII - XII კლასის მოსწავლეებისთვის აწყობს ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლას, რომელიც 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით სასახლეში გაიმართება.
საზაფხულო სკოლაში გამორჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, სექტემბრიდან საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია „დროსთან" ერთად სხვადასხვა თემებზე მოამზადონ სიუჟეტები, რომლებიც რადიოსა და სატელევიზიო ეთერით გავა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 17 ივნისი.
საკონტაქტო პირი - თინათინ გაბუნია 599 89 97 69; E-mail: tinatingabunia@yahoo.com
მადონა გვენეტაძე 558 22 46 48.
|






ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლის ტრენინგ-პროგრამა

