|
სტუდია „პიონერფილმმა“ კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა
![]() 02 ივნისი 2015 წ.
![]() 1 ივნისს, ევროპულ სკოლაში საზეიმოდ დაიხურა საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი „ოქროს პეპელა", რომელშიც 8 ქვეყნის 60 ფილმი მონაწილეობდა. ჟიურიმ, რომელსაც რეჟისორი და მსახიობი ბაადურ წულაძე ხელმძღვანელობდა პრიზი საუკეთესო კომედიური ფილმისათვის მიანიჭა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმის" ნამუშევარს „გაწბილებული დამკვირვებელი“ - ავტორი გიგი ლაფაჩიშვილი, პედაგოგი ნინო ჩიგოგიძე. ფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ ნამუშევარმა „მუსიკის ჰანგები“ - ავტორი ნაია მოდებაძე, პედაგოგი სვეტლანა მარჯანიშვილი. |













