ქანდაკების წრის მოსწავლეთა საანგარიშო გამოფენა
22 ივნისი 2015 წ.

22 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის ქანდაკების წრის (პედაგოგი ირაკლი რევაზიშვილი) მოსწავლეთა საანგარიშო გამოფენა. გამოფენის 50 მონაწილეს, I -XII კლასების მოსწავლეებს გადაეცათ სასახლის სიგელები; თორნიკე გაგნიძის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა ქანდაკების წრის აღსაზრდელი ნიკოლოზ გიორგაძე. თორნიკე გაგნიძე სასახლის ამავე წრის წარმატებული აღსაზრდელი გახლდათ. ხალხმრავალ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა: ისტორიულ, სპორტულ, მუსიკალურ, ასევე თავისუფალ თემაზე შექმნილი 250 -ზე მეტი ნამუშევარი.