პირველკლასელთა ზეიმი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში
16 მაისი 2012 წ.

16 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შემეცნებით თამაშობათა სტუდიაში ისანი-სამგორის რაიონის 117-ე საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის ზეიმი გაიმართა.

 

ღონისძიებაში 80-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. თეატრალურ დარბაზში ბავშვებს გასართობ-შემეცნებითი თამაშები ჩაუტარდათ, მოეწყო შეჯიბრები გუნდებს შორის. დასასრულს სარკეებიან დარბაზში შესრულდა ღონისძიებით გათვალისწინებული სიმღერები და ცეკვები.

 

პირველკლასელთა ზეიმი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ტრადიციულია და მონაწილეობა ყველა საჯარო და კერძო სკოლებს შეუძლიათ.