|
საზაფხულო ბანაკ „ცისარტყელას“ გახსნა
![]() 26 ივნისი 2015 წ.
![]() მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზაფხულო ბანაკი „ცისარტყელა" გაიხსნა. სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი ბანაკის მონაწილე მოზარდებს მიესალმა და აღნიშნა, რომ ბანაკის ცხოვრება მრავალმხრივი და მხიარული იქნება, სიმბოლურია მისი ემბლემაც - ბეჰემოტი „ბეგი" და ფერადი ცისარტყელა, რომელიც წვიმის შემდეგ ჩნდება და ბედნიერების მომტანია; მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო წლიდან სასახლე ყველა ბანაკელს ელოდება. შეკრებილებს მიმართა ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების უფროსმა ვერიკო ხელისუფალმა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს შესანიშნავი ღონისძიება დაგეგმა, აღნიშნა, რომ ბავშვებს სასახლე ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს, საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს. სასახლის აღზრდილებმა, მომღერლებმა გიგი გეგელაშვილმა და ინგა ფერაძემ შეასრულეს სიმღერა „ჩვენ ავაშენებთ სახლს". ემოციური შეხვედრის დასასრულს, ყველამ ერთად შეასრულა საზაფხულო ბანაკის ჰიმნი „წვიმა იყო, გადაიღო". პროექტი „საზაფხულო ბანაკი ცისარტყელა" მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და ქ. თბილისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.
|













