სტუდია „პიონერფილმისა“ და მედიასტუდია „დროს“ წარმატება ავსტრიაში
17 ივლისი 2015 წ.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმისა" და მედიასტუდია „დროს" აღსაზრდელები, „პიონერფილმის" ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით, ავსტრიული არაკომერციული ორგანიზაციის "ENERGY FOR LIFE"-ის პროექტ "KIDS MEDIA HOUSE" -ში მონაწილეობდნენ. პროექტი ავსტრიაში 4-17 ივლისს გაიმართა, სადაც სასახლელები საქართველოს წარმოადგენდნენ. ნორჩ ჟურნალისტთა და კინომოყვარულთა საერთაშორისო აკადემია ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა, სასახლის აღსაზრდელებმა აიმაღლეს უნარ-ჩვევები ტელე-რადიო-ვიდეო საქმეში, გადაიღეს ფილმები, მოამზადეს რადიო გადაცემები, წარმატებული საქმიანობისთვის აკადემიის დიპლომებიც დაიმსახურეს. 13 ივლისს, საზაფხულო აკადემიაში, მრავალფეროვანი პროგრამით წარმატებით აღინიშნა საქართველოს დღე.
საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ორგანიზატორია ავსტრიაში მოღვაწე ჟურნალისტი, ფონდის"ENERGY FOR LIFE"-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბეთანიშვილი. "KIDS MEDIA HOUSE" -ის საზაფხულო აკადემიაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის: ავსტრიის, გერმანიის, რუსეთის, ბულგარეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები. 
"KIDS MEDIA HOUSE"- „საბავშვო მედია სახლი" საერთაშორისო სოციალურ-საგანმანათლებლო ინიციატივაა ბავშვებისთვის, რომელიც 2014 წელს ავსტრიაში დაფუძნდდა. მისი ძირითადი მიზანია კრეატიული მედია სივრცისთვის კომუნიკაციის ორიგინალური ფორმის შექმნა ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც ფლობენ ჟურნალისტიკის საწყისებს ან აქვთ ამ პროფესიის დაუფლების სურვილი, ასევე ერთობლივი შემოქმედებითი პროცესისას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციის საშუალება ეძლევათ.