|
სტუდია „პიონერფილმისა“ და მედიასტუდია „დროს“ წარმატება ავსტრიაში
![]() 17 ივლისი 2015 წ.
![]()
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმისა" და მედიასტუდია „დროს" აღსაზრდელები, „პიონერფილმის" ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით, ავსტრიული არაკომერციული ორგანიზაციის "ENERGY FOR LIFE"-ის პროექტ "KIDS MEDIA HOUSE" -ში მონაწილეობდნენ. პროექტი ავსტრიაში 4-17 ივლისს გაიმართა, სადაც სასახლელები საქართველოს წარმოადგენდნენ. ნორჩ ჟურნალისტთა და კინომოყვარულთა საერთაშორისო აკადემია ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა, სასახლის აღსაზრდელებმა აიმაღლეს უნარ-ჩვევები ტელე-რადიო-ვიდეო საქმეში, გადაიღეს ფილმები, მოამზადეს რადიო გადაცემები, წარმატებული საქმიანობისთვის აკადემიის დიპლომებიც დაიმსახურეს. 13 ივლისს, საზაფხულო აკადემიაში, მრავალფეროვანი პროგრამით წარმატებით აღინიშნა საქართველოს დღე.
|











