|
ძვირფასო მშობლებო!
![]() 04 სექტემბერი 2015 წ.
![]()
ძვირფასო მშობლებო!
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ფართოდ უღებს კარს ჩვენს საყვარელ ბავშვებს. სასახლე ტრადიციულად, წრეების ფართო არჩევანსა და საინტერესო სიახლეებს გპირდებათ. მზად ვართ, ყველა თქვენი მისწრაფება, სურვილი, ინტერესი გავითვალისწინოთ. სასახლის პედაგოგები, დირექცია თუ რიგითი თანამშრომლები არ დაიშურებენ ცოდნას, ენერგიას, გამოცდილებას, რათა თქვენს შვილებს, მომავალ თაობას სასურველი გარემო შეუქმნან, გადასცენ ცოდნა და განათლება, აჩუქონ ის სითბო და სიყვარული, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.
|








