|
70–ე საიუბილეო სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენცია
![]() 08 სექტემბერი 2015 წ.
![]()
2016 წელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დაარსებიდან 75-ე და მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის 70-ე წელია
გ ი წ ვ ე ვ თ !
მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ყოფილ და ახლანდელ სასახლელებს, მათ, ვის ცხოვრებასაც სასახლის პედაგოგებთან ურთიერთობამ წარუშლელი კვალი დააჩნია, ვისი აზროვნების, ცნობიერების ჩამოყალიბებაში, პროფესიის არჩევასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში სწორედ სასახლემ ითამაშა დიდი როლი. გვსურს, ერთად, ღირსეულად შევხვდეთ ამ ორ ღირსშესანიშნავ თარიღს. გავიხსენოთ სასახლეში გატარებული დაუვიწყარი წლები, მომავალ თაობას გავაცნოთ თუ რას ნიშნავს იყო სასახლელი, თუ როგორ ალამაზებს იგი ჩვენს ბავშვობას. მოსწავლეთა 70-ე სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო- ნოემბერი, სარაიონო-დეკემბერი, დასკვნითი -აპრილი.
დასკვნითი ტურისთვის ნაშრომები მიიღება დეკემბერ-იანვარში საორგანიზაციო კომიტეტში (მე-2 სართული, ოთახი 54, ტელ: 2 99 75 06) გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან საპატიო სიგელებითა და დიპლომებით. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VIII – XII კლასის მოსწავლეებს მოსწავლეებს შეუძლიათ საკონფერენციო ნაშრომები დაამუშაონ ნებისმიერ საკითხზე. იმუშავებენ შემდეგი სექციები: ქართული ენა, ფოლკლორი, ლიტერატურა, უცხო ენები (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ბერძნული), მათემატიკა, ინფორმატიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სპორტი. ისტორია, ეთნოგრაფია, კინო-ფოტო, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვა (ბიოლოგია, ქიმია, აგრობიოტექნო-ლოგია), ფიზიკა, ასტრონომია, რადიოელექტრონიკა, საინჟინრო გრაფიკა და არქიტექტურა, გეოგრაფია-გეოლოგია, ტურიზმი და მთამსვლელობა, ხელოვნებათმცოდნეობა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დებულება www. youthpalace.ge მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე www.youthpalace.ge http: // www.facebook.com/ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
|








