|
სემინარი შემოქმედებითი აზროვნების სწავლების თემაზე
![]() 10 სექტემბერი 2015 წ.
![]() 10 სექტემბერს, 12-დან 15 საათამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრმა (ხელმძღ. ნინო ფურცელაძე), ქალაქ ქუთაისის გამომგონებელთა კლუბთან ერთად ჩაატარა სემინარი თემაზე: „შემოქმედებითი აზროვნების განვითარება მოსწავლე ახალგაზრდებში", რომლის მიზანია მოზარდებისთვის შემოქმედებითი, კრეატიული აზროვნების სწავლება, დამატებითი სწავლების პროცესში ახალი ტენდენციების გაცნობა, პედაგოგთა ინტეგრირება უახლესი სწავლების სფეროებში და თანამედროვე მეთოდიკების გაცნობა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და გამომგონებელთა კლუბის პრეზიდენტმა მიხეილ კოტიშაძემ მონაწილეებს გააცნო მის მიერ აპრობირებული და წარმატებული მეთოდები კრეატიული აზროვნების განვითარების შესახებ, ისაუბრა საგამომგონებლო ამოცანების ამოხსნის თეორიაზე, გამოგონების, შემოქმედებითი აზროვნების არსსა და მოზარდებისთვის მისი სწავლების გზებზე; სემინარი ინტერაქტიულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პროფესორმა მიხეილ კოტიშაძემ სასახლის პედაგოგების კითხვებს უპასუხა. სემინარზე მოწვეულნი იყვნენ ქართულ-ევროპული სკოლის, USAID -ის, ქუთაისის გამომგონებელთა კლუბის წევრები.
|











