|
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის თეორიული კონფერენცია ,,უკეთ გავიცნოთ კავკასია”
![]() 16 მაისი 2012 წ.
![]() 16 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტში თეორიული კონფერენცია ,,უკეთ გავიცნოთ კავკასია ” ჩატარდა. კონფერენციაში სულ 25 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. წარმოდგენილი თემებიდან 10 საუკეთესოდ დასახელდა, რომლის ავტორებიც სპეციალური დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეთა შორის იყვნენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი, ოსი და ჩეჩენი ბავშვები.
მოსწავლეთა მიერ შერჩეული თემები ძირითადად ეხებოდა კავკასიას, აქ მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მქონე ხალხის ისტორიას, ადათ-წესებსა და ტრადიციებს. |








