|
აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სასახლის „ამერიკულ კუთხეში”
![]() 24 სექტემბერი 2015 წ.
![]() 24 სექტემბერს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეს აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს პრეს- ატაშე დენიელ ჰასთინგსი და სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ. ეს ახალდანიშნული ელჩის პირველი სტუმრობა იყო ამერიკულ კუთხეში. ამერიკული კუთხის კოორდინატორმა ნათელა ურუშაძემ, მოსწავლეებმა ელჩს მისი საქმიანობა და მიმართულებები, სხვადასხვა აქტივობები, პროექტები გააცნეს. ამერიკელ სტუმრებს შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი, სასახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები; შეხვედრამ უშუალო და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. დასასრულს, ამერიკელმა სტუმრებს უჩვენეს „ამერიკული კუთხის" მოსწავლეების მიერ სხვადასხვა თემაზე გადაღებული საინტერესო ფილმები.
|











