|
საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი - „ჯიფონი - საქართველო“
![]() 16 ოქტომბერი 2015 წ.
![]()
16 - 19 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს "ჯიფონი-საქართველოს" მასპინძლობენ. ფესტივალს ეწვივნენ ახალგაზრდები იტალიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ხორვატიიდან. სულ ფესტივალში მონაწილეობს 13-დან 18 წლამდე ასაკის 500 ახალგაზრდა, მათ შორის საქართველოს ისეთი საზღვრისპირა რეგიონებიდან, როგორებიცაა: პანკისის ხეობა, ერგნეთი, ნიქოზი, უშგული... „ჯიფონი" - ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც რანგით ისეთ ცნობილ კინოფესტივალებს უტოლდება, როგორებიცაა კანი და ბერლინალე. „ჯიფონი საქართველო" წარმოადგენს საერთაშორისო კინოფესტივალ Giffoni Experience-ის ანალოგს, რომელიც 1971 წელს დაარსდა იტალიის ქალაქში ჯიფონი.
|












