|
საერთაშორისო პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა ბრატისლავაში
![]() 26 ოქტომბერი 2015 წ.
![]()
მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი ლევან დვალი სლოვაკეთის ეროვნული ბანკის საბანკო განათლების ინსტიტუტის მიწვევით, ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად სლოვაკეთში, ბრატისლავაში იმყოფებოდნენ. პროექტის „V4-ის ქვეყნების გამოცდილების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გადაცემა და ბავშვებისა და ახალგაზრდების საფინანსო განათლების სფეროში სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და ტექნიკური ექსპერტიზა" მიზანია ევროპელ ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერებისა და ეკონომიკური სამოქალაქო განათლების პოპულარიზება, ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ 8 ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ეროვნული ბანკების წარმომადგენლები. მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმები დასახეს. საერთო გადაწყვეტილებით, პროექტის მეორე ეტაპი - ტრენერების ტრენინგი, თებერვალში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდება.
|











