|
ქართული საბავშვო წიგნის კვირეულის გახსნა
![]() 27 ოქტომბერი 2015 წ.
![]() 27 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე აღნიშნავს ქართული საბავშვო წიგნის კვირეულს, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. კვირეული 27 ოქტომბერს, 15 საათზე, სასახლის სამკითხველო დარბაზში გაიხსნა. 27 ოქტომბერი ქართული საბავშვო წიგნის დღეა. მწერალმა, პედაგოგმა ირმა მალაციძემ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ის 2006 წელს დაარსდა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის მიერ. პედაგოგმა, მწერალმა ლელა ცუცქირიძემ წარადგინა მწერალი და მხატვარი ელისო ჩუბინიშვილი, რომელიც სასახლის ბიბლიოთეკის (ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე) აღსაზრდელებს, მკითხველთა კლუბის ნორჩ წევრებს მხატვრული ლიტერატურის, ზოგადად, წიგნის კითხვის სიყვარულზე ესაუბრა, იმაზე, თუ თვითონ როგორ დაიწყო წერა, ნაწარმოების „ფრუ, გი და სხვები" შექმნის პროცესზე, პერსონაჟებზე, უპასუხა ბავშვების საინტერესო შეკითხვებს. ასევე, გაიმართა ძველი და ახალი ქართული საბავშვო წიგნებისა და პერიოდული გამოცემების გამოფენა.
|











