ქიმია და გარე სამყარო
28 ოქტომბერი 2015 წ.

28 ოქტომბერს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტში (ხელმძღვანელი ია გოდერძიშვილი)  გაიმართა  ლექცია-საუბარი "ქიმია და გარე სამყარო". ღონისძიება  ჩატარდა ეკოლოგიური პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით, ყურადღება გამახვილდა  წყლის, ჰაერისა და გარემოს დაბინძურების წყაროებსა და მათი თავიდან აცილების პრობლემებზე.  მოწვეული სტუმარი - ასოცირებული პროფესორი ნუნუ ძოწენიძე.