|
ქიმია და გარე სამყარო
![]() 28 ოქტომბერი 2015 წ.
![]() 28 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტში (ხელმძღვანელი ია გოდერძიშვილი) გაიმართა ლექცია-საუბარი "ქიმია და გარე სამყარო". ღონისძიება ჩატარდა ეკოლოგიური პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით, ყურადღება გამახვილდა წყლის, ჰაერისა და გარემოს დაბინძურების წყაროებსა და მათი თავიდან აცილების პრობლემებზე. მოწვეული სტუმარი - ასოცირებული პროფესორი ნუნუ ძოწენიძე.
|











