საპატიო სტუმრების ვიზიტი „ამერიკულ კუთხეში“
28 ოქტომბერი 2015 წ.

28 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „ამერიკულმა კუთხემ" მიიღო სტუმრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დებორა ჯონსონი, საქართველოში ამერიკის საელჩოს პრესს ატაშე დენიელ ჰასტინგსი და ამერიკის საელჩოს სხვა თანამშრომლები.  სტუმრები შეხვდნენ სასახლის დირექტორს ქეთევან ფეიქრიშვილს,  თბილისის ამერიკული კუთხის უფროსკლასელებსა და კურსდამთავრებულებს. ვიზიტის მიზანი იყო ამერიკული კუთხის მიერ გაწეული საქმიანობის, წარმატებული პროგრამებისა  და უახლესი პროექტების, გეგმების გაცნობა.