|
ფილმის "10 დღე მეგობრებთან" პრემიერა
![]() 05 ნოემბერი 2015 წ.
![]() 5 ნოემბერს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში სტუდია "პიონერფილმმა" (ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე) გამართა ახალი დოკუმენტური ფილმის "10 დღე მეგობრებთან" პრემიერა. ფილმი ეძღვნება ავსტრიაში „KIDS MEDIA HOUSE" -ის საზაფხულო აკადემიაში მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს, სადაც „პიონერფილმისა" და მედიასტუდია „დროს" აღსაზრდელები იყვნენ. სასახლის მოსწავლეებმა ისაუბრეს ყოველდღიურ საბანაკო ცხოვრებასა და იქ მიღებულ გამოცდილებაზე. ბანაკში იყვნენ ნორჩი ჟურნალისტები, კინომოყვარულები მსოფლიოს 7 ქვეყნიდან. ბავშვებმა ისაუბრეს იქ მიღებულ გამოცდილებაზე. ისინი ორგანიზატორების მიერ დაჯილდოვდნენ განსაკუთრებით წარმატებული საქმიანობისთვის.
|











