|
გოგი ცაბაძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო
![]() 09 ნოემბერი 2015 წ.
![]() 9 ნოემბერს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართა კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი ცაბაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. სასახლის მუსიკალური სტუდიის ანსამბლებმა, სოლისტებმა შეასრულეს კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებები. კომპოზიტორებმა ვაჟა აზარაშვილმა, კახა ცაბაძემ მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, გაიხსენეს გოგი ცაბაძე- ჭეშმარიტი ხელოვანი და შესანიშნავი პიროვნება, შეასრულეს გოგი ცაბაძისადმი მიძღვნილი სიმღერები. როგორც ვაჟა აზარაშვილმა აღნიშნა,- სასიამოვნოა, რომ მომავალი თაობა ეზიარება ამ დიდ ხელოვნებას. შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს ფრაგმენტები გოგი ცაბაძის უკანასკნელი შემოქმედებითი საღამოდან.
|








