მედიასტუდია "დროს" ტრენინგი ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის
13 ნოემბერი 2015 წ.

 

13-დან 15 ნოემბრამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია "დრო" (ხელმძღვანელი თინათინ გაბუნია) ატარებს ტრენინგს ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის, რომლის მიზანია მოზარდებში ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარება და დახვეწა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოსწავლეები შეძლებენ სიუჟეტის მომზადებას, ინტერვიუს აღებას, სტატიის დაწერას, შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებასა და თეორიულ ცოდნას. ტრენინგში მონაწილეობენ სასახლის მედიასტუდია „დროს", ასევე, ჩოხატაურისა და გარდაბნის რაიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები. მონაწილეებს მასტერკლასს ჩაუტარებენ პროფესიონალი ჟურნალისტები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: თამთა სანიკიძე -„საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" წამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი-ჟურნალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი, ნინია ახვლედიანი -ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „იმედის გმირების" ავტორი, ჟურნალისტი, ნატა ძველიშვილი -„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი და სხვები.