|
,,დედაშვილობას, ბევრს არ გთხოვ“
![]() 15 ნოემბერი 2015 წ.
![]() 15 ნოემბერს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში გაიმართა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუდია ,,პიონერფილმისა" (ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე) და ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის (ხელმძღვანელი რუსუდან ყიფიანი) აღსაზრდელები, ასევე, გარდაბნის რაიონის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეები. შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო პარიზში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. მონაწილეებმა ისაუბრეს კლასიკოსის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები, წარმოაჩინეს ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. აჩვენეს ფრაგმენტები ფილმებიდან "აკაკის აკვანი" და "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", წარადგინეს „პიონერფილმის" მიერ აკაკის ისტორიული მოგზაურობის ნაკვალევზე გადაღებული ფილმი; აკაკის როლის შემსრულებელმა ომარ ჩიტაიმ გაიხსენა ფილმის გადაღების საინტერესო ეპიზოდები, ვოკალურმა კვარტეტმა „ფიროსმანმა", კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა შეასრულეს ცნობილი მელოდიები. გამომსვლელებმა- მწერალმა ერეკლე საღლიანმა, პროფესორმა ლადო მინაშვილმა, ლიტერატორმა, მწერალმა თემურ ქორიძემ, პოეტებმა ოთარ ფალიანმა, მიმოზა ცანავამ, ჟურნალისტმა მარინე თექთუმანიძემ, მწერალმა გიგი ხორნაულმა, მხატვარმა რეზო ადამიამ და სხვებმა ისაუბრეს აკაკის განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე ქვეყნის ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის მუდამ თანამედროვე პოეზიაზე. საღამო მიჰყავდათ „პიონერფილმელ" მარიამ გარსევანიშვილს, რეჟისორ ვანო გელაშვილს, პოეტსა და კრიტიკოს იკა ქადაგიძეს.
|











