ს. ესენინისადმი მიძღვნილი კვირეული
20 ნოემბერი 2015 წ.

16-დან 20 ნოემბრამდე მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა  პოეტ სერგეი ესენინის დაბადებიდან 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული სასახლის უცხო ენების კაბინეტის რუსული ენის შემსწავლელი წრის მოსწავლეების მონაწილეობით. მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, წარმოაჩინეს მისი ბიოგრაფიის საინტერესო ფრაგმენტები,  ისაუბრეს მის მეგობრობაზე ქართველ პოეტებთან.  ღონისძიების მიზანია მოსწავლეთა მიერ პოეტის ბიოგრაფიული ცნობების მოძიება, შესწავლა, მისი პიროვნებისა და პოეზიისადმი, რუსულ-ქართული ლიტერატურული კავშირებისადმი ინტერესის გაღრმავება.