|
პრემიერა - „ზაფხულის ღამის სიზმარი“
![]() 30 ნოემბერი 2015 წ.
![]() 30 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნოს (ხელმძღვანელი ზორაიდა გაბელია) დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა პრემიერა სპექტაკლისა „ზაფხულის ღამის სიზმარი" (უილიამ შექსპირი). პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა, - ორიგინალურმა და გამომსახველობითმა რეჟისურამ, საინტერესო მხატვრობამ, სცენოგრაფიამ, მუსიკალურმა გაფორმებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. „ზაფხულის ღამის სიზმარი" შექსპირის ერთ-ერთი რთული და მრავალპლანიანი პიესაა, ნორჩმა მსახიობებმა, რომლებიც მრავალი წელია თეატრალური სახელოსნოს მოსწავლეები არიან, შესანიშნავი სახეები შექმნეს, ეზიარნენ და ოსტატობით წარმოაჩინეს შექსპირის ღრმა მითოსური სამყარო, სადაც სიყვარული იმარჯვებს მტრობაზე, ბოროტებასა და ღალატზე. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი აფხაზავა, დადგმის ხელმძღვანელია ზორაიდა გაბელია, მხატვარი- სტუდიის აღსაზრდელი სოსო იოსელიანი. |











