სახელოსნო ,,ჩუქურთმას“ იუბილე
25 ნოემბერი 2015 წ.

25 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის სახელოსნო ,,ჩუქურთმას" 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თეთრ დარბაზში გამოიფინა კაბინეტის მოღვაწეობის ამსახველი მასალა, ასევე კაბინეტის აღსაზრდელების ნამუშევრები. იუბილე კაბინეტის ხელმძღვანელს, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს მიხეილ ცალქალამანიძეს, კაბინეტის პედაგოგებს მიულოცეს კოლეგებმა, მხატვართა კავშირისწარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა, სასახლის აღზრდილებმა. საღამოში მონაწილეობდნენ სასახლის მუსიკალური ანსამბლები. აჩვენეს სტუდია „პიონერფილმის" მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც კაბინეტის მრავალწლიან ნაყოფიერ საქმიანობას ასახავს. 
სახელოსნო „ჩუქურთმაში" მოსწავლეებს ასწავლიან უძველეს ქართულ საოქრომჭედლო ტრადიციებზე დაფუძნებულ ჭედურობისა და ოქრომჭედლობის ხელოვნებას, ხეზე კვეთას, გობელენს.