|
„ჩვენ გვიყვარს კითხვა" - ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაცია
![]() 26 ნოემბერი 2015 წ.
![]()
26 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ღონისძიებები პროექტის „ჩვენ გვიყვარს კითხვა" ფარგლებში. პროექტის მონაწილეებს მიესალმნენ, მის აქტუალობასა და დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის მოადგილემ სახელოვნებო დარგში ეკა ჭაჭიაშვილმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ, ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელმა, პროექტის ოფიცერმა მარიამ წიქვაძემ, ეროვნული უმცირესობების ენობრივი ჯგუფის კოორდინატორმა დესპინე ქოიავამ, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის უფროსმა, არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართული ენის პედაგოგმა ქეთევან კალანდაძემ, არაქართულენოვანი სასწავლო მასალების კოორდინატორმა კარინე მანუკიანმა და სხვებმა. მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ლიტერატურულ შეხვედრაზე, სასახლის ბიბლიოთეკის მოსწავლეებმა, მარნეულის რაიონის სოფლების: შაუმიანის, წითელსოფლის, წერეთლის სომხურენოვანი სკოლების V-XII კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების ლექსები, ისაუბრეს მათ შემოქმედებაზე, წარმოადგინეს ნაწარმოებების შინაარსი, მათი ინსცენირება, შეასრულეს სიმღერები; დედაქალაქის ისან-სამგორის რაიონის N117 ქართული საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლადო ასათიანის, საიათნოვასა და ოვანეს თუმანიანის ლექსები. პროექტის მონაწილეები გაეცნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიას, დასასრულს, მათ გადაეცათ სიგელები და საჩუქრები.
|












