|
ქართულ-ებრაული კონცერტი
![]() 07 დეკემბერი 2015 წ.
![]() 7 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართა ისრაელის ქალაქ ნაზარეთ ილიტის მუნიციპალიტეტის ბავშვთა ანსამბლ „ინბალისა“ და სასახლის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ “მზიურის“ კონცერტი, ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი მიესალმა სტუმრებს ისრაელიდან, შემოქმედებითი წარმატება უსურვა ახალგაზრდებს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში, თანატოლებთან სტუმრობა მათთვის საინტერესო და ნაყოფიერი იქნება; ისრაელის ბავშვთა ხელოვნების მხარდამჭერი ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ელიონ ვილენჩიკმა მადლობა გადაუხადა ქართველ მასპინძლებს, -„მადლობა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის მერიას,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდი დღესასწაულის მოწყობაში“. ბავშვთა გუნდი „ინბალი“, სოლისტი ევა პანკინი, ანსამბლი „მზიური“ მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, შეასრულეს სიმღერები ებრაულ, ქართულ, ინგლისურ, რუსულ, არაბულ და სხვა ენებზე. ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების წარმომადგენელი რუსუდან საგინაშვილი. სტუმრები ისრაელიდან 3-დან 9 დეკემბრამდე სტუმრობენ საქართველოს. ღონისძიების ფარგლებში, იმართება კონცერტები თელავში, გორში. სტუმრები ისრაელიდან გაეცნობიან ქართული კულტურის ძეგლებს, ტრადიციებს, ქართველი თანატოლების საქმიანობას. |













