სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი
20 დეკემბერი 2015 წ.

19 და 20 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.


ფორუმის ფარგლებში, შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ხელმოწერის ცერემონია. ასევე, ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების პრეზენტაცია, რომლის მიმდინარეობისას გაიმართა აზრთა გაცვლა - გამოცვლა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მონაწილეებმა წამოაყენეს საქმიანი წინადადებები. ასევე გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში 2015 წელს ჩამოყალიბებული კლუბების პრეზენტაცია.

20 დეკემბერს, სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა იმუშავეს მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების დაწესებულებების სტრატეგიის დოკუმენტზე, ისაუბრეს მის ძირითად მიზნებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, დაიგეგმა ერთობლივი პროექტები, ღონისძიებები, განიხილეს საქართველოში სკოლისგარეშე მუშაობის, არაფორმალური და დამატებითი სწავლების სისტემაში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.