|
სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი
![]() 20 დეკემბერი 2015 წ.
![]() 19 და 20 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
20 დეკემბერს, სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა იმუშავეს მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების დაწესებულებების სტრატეგიის დოკუმენტზე, ისაუბრეს მის ძირითად მიზნებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, დაიგეგმა ერთობლივი პროექტები, ღონისძიებები, განიხილეს საქართველოში სკოლისგარეშე მუშაობის, არაფორმალური და დამატებითი სწავლების სისტემაში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.
|











