ანსამბლ ,,მირანგულას“ ვარსკვლავის გახსნა
24 დეკემბერი 2015 წ.

24 დეკემბერს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,მირანგულას" ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. წელს ანსამბლ „მირანგულას" დაარსებიდან 40 წელი და მისი ხელმძღვანელის, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის ქეთევან შინდაგორიძის 80 წლის იუბილეა.

ანსამბლის წევრებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები; მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა აღნიშნა, რომ ვარსკვლავის გახსნით „მირანგულას" ყველა თაობის ოცნება ახდა. „მირანგულას" აღზრდილმა, ოპერისა და ბალეტი სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტმა თამაზ საგინაძემ მშობლიურ ანსამბლს, ქალბატონ ქეთევან შინდაგორიძეს იუბილე მიულოცა. „მრავალჟამიერისა" და საზეიმო ფოიერვერკის თანხლებით, ვარსკვლავი ქეთევან შინდაგორიძემ და ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებმა გახსნეს.