საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა
01 ივნისი 2012 წ.

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძებები ჩატარდა.

15 საათზე, სარკეებიან დარბაზში სასახლის შემოქმედებითი წარმომადგენლობების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის, ტექნიკური მოდელირებისა და დიზაინის, შემეცნებით თამაშობათა და მუსიკალური სტუდიის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები, ხეზე ნაკეთი ნივთები, ჭედურობის ნიმუშები, გობელენი, ბისერებით ნაკეთი სამკაულები, თოჯინები და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა წარმოადგინეს მასტერკლასი და ადგილზე შექმნეს ხელნაკეთი ნივთები.

16 საათზე, გამოფენის დასრულებისთანავე სასახლის მუსიკალური სტუდიის მოსწავლეებმა თეატრალურ დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. კონცერტი კომპოზიტორ მერი დავითაშვილის სახელობის 41-ე საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელიც კომპოზიტორთა კავშირის ინიციატივითა და სასახლის მხარდაჭერით განხორციელდა.